მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის უბნები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

ენერგო პრო თელასი ელექტროენერგია დენი ნათურა სინათლე შუქი

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 23 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. კომპანია "თელასის" ინფორმაციით, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება შემდეგ რაიონებს:

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარშალ გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), გაგარინის, ბროწეულის და იასამნის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უზნაძის ქუჩის მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქიაჩელის და ახვლედიანის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 II, III მიკრორაიონების, რომანოზ ხომლელის, სესილია თაყაიშვილის, ილია სუხიშვილის, მაისურაძის, გახოკიძის და საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მეურნეობის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, სოფელი დიდი ლილოს, თვალჭრელიძის და მშვიდობის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები