მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის ზღვის მიმდებარედ ხანძარი ლიკვიდირებულია

6303a4f568348
BM.GE
22.08.22 19:49
818
თბილისის ზღვის მიმდებარედ ხანძარი გაჩნდა. როგორც bm.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი, სავარაუდოდ, მაღალი ტემპერატურის გამო გაჩნდა.

მათივე ცნობით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

შეგახსენებთ, რომ ბორჯომში ამ დრომდე ტყის ხანძარს ებრძვიან. ხანძრის ლიკვიდაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ცდილობენ. სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენი და თავდაცვის ძალები არიან ჩართული. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი 150 ჰექტრამდეა გავრცელებული.