მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისმა "ახალი ბერლინის" სტატუსი დაკარგა - კლუბი "მტკვარზე";

6380cfe6810ab
ანუკა ჯოხაძე
26.11.22 16:52
14204
წლების წინ თბილისში არსებულმა კლუბებმა საერთაშორისო მასშტაბით საქართველო მსოფლიო რუკაზე მონიშნეს. თბილისის კლუბების შესახებ არაერთი საერთაშორიო გამოცემა წერდა, რომ თბილისი ღამის ცხოვრების ნაწილში შესაძლოა ახალი ბერლინი ყოფილიყო.

როგორც საკლუბო ინდუსტრიის წარმომადგენლები BMG-სთან საუბარში ამბობენ, დედაქალაქში ინდუსტრიის განვითარება პანდემიის დროს დაპაუზდა და ახლა დაიწყო აღდგენა.

კლუბის “მტკვარზე” დამფუძნებელი ქეთა გაბუნია აცხადებს, რომ დღეს ამ მიმართულებით ქვეყანას განვითარების ხედვა არ გააჩნია. მისი თქმით, არ იმუშავა არც 2018 წელს კახა კალაძის მხრიდან დაანონსებულმა “ღამის ეკონომიკის” პროექტმა, რომელიც პანდემიის დროს გაჩერდა. შესაბამისად, გაბუნიას თქმით, ქვეყანა ძველ პოზიციებს კარგავს, რაც დასაბრუნებელია.

“პანდემიის განმავლობაში დახმარება იყო ერთჯერადი. ამის შემდეგ არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა არც სამინისტროსტან და არც მერიასთან. ღამის ეკონომიკის პროექტი საერთოდ გაჩერდა, დაიხურა. თავიდან თითქოს მუშაობდნენ, რაღაც კვლევებს აკეთებდნენ, ერთი ღამის ავტობუსი აამუშავეს, რომელიც დღეს გაჩერებულია. ახლა არ ვიცით ამ მიმართულებით ვინმე ფიქრობს თუ არ ფიქრობს, გააჩნიათ თუ არა რაიმე სტრატეგია. თბილისმა დაკარგა ახალი ბერლინის სტატუსი, ეს სტატუსი დასაბრუნებელია”, - ამბობს კლუბ “მტკვარზე” დამფუძნებელი ქეთა გაბუნია.

ცნობისთვის, პროექტი “ღამის ეკონომიკა” თბილისის მერიამ 2018 წელს დაიწყო. პროექტის მენეჯერი სერგი გვარჯალაძე იყო, რომელმაც აღნიშნული პოსტი 2020 წლის აგვისტოში დატოვა.

ღამის ეკონომიკა: რა გააკეთა გვარჯალაძემ?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები