მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისსა და აჭარაში სხვადასხვა ტექნიკა და დოკუმენტაცია ამოვიღეთ - საგამოძიებო ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე

საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, შესაძლო დანაშაულებრივი ე.წ. „ქოლცენტრების“ ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისსა და აჭარის რეგიონში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულ იქნა ელექტრონული ინფორმაციის შემცველი სხვადასხვა სახის ტექნიკა და დოკუმენტაცია.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 192-ე, 194-ე და 218-ე მუხლებით.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საგამოძიებო სამსახური პერიოდულად მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ", - იტყობინება საგამოძიებო სამსახური.

ცნობისთვის, გუშინ, 14 მაისს საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდა ობიექტებზე, სადაც, სავარაუდოდ, ე.წ. ქოლცენტრებია განთავსებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები