მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისსა და ლონდონს შორის რეისები დაახლოებით 90%-იანი დატვირთვით სრულდება - მარიამ ქვრივიშვილი

121

"ქართული ოცნების" ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, რეისები თბილისსა და ლონდონს შორის დაახლოებით 90%-იანი დატვირთვით სრულდება, მგზავრთა დიდი ნაწილი კი გაერთიანებული სამეფოდანაა.

სამინისტროს ინფორმაციით, მან ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს ელჩთან საქართველოში გარეტ უორდთან შეხვედრისას განაცხადა, სადაც საუბარი წარიმართა ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, მათ შორის, ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სექტორებში.

პრესრელიზის თანახმად, შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმასაც, რომ პირდაპირი ფრენები ლონდონთან, ტურიზმის გარდა, ეკონომიკის სხვა სექტორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასაც შეუწყობს ხელს, რადგან როგორც საქართველოს, ისე ბრიტანეთის ბიზნეს სექტორის მხრიდან გამოხატული იყო დიდი მოლოდინი და ინტერესი ამ მიმართულებით. ასევე აღინიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გაერთიანებული სამეფოს საელჩოსთან ერთად დამატებით ძალისხმევას მიმართავს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მიმართულებით.

„ჩვენ ორივე ბრიტანულ ავიაკომპანიასთან [„ბრიტანული ავიახაზები“ და „იზიჯეტი“] თანამშრომლობით დავიწყეთ გაერთიანებულ სამეფოში მიზნობრივი მარკეტინგული კამპანიები. ისინი ხელს შეუწყობენ საქართველოს, როგორც მიმზიდველი ტურისტული მიმართულების ცნობადობის ზრდას ბრიტანეთში, რაც დადებითად აისახება ამ ქვეყნიდან ტურისტული ვიზიტების დინამიკაზე,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები