მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისში 108 კოლოფი უაქციზო თამბაქოს გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს

605df26ed25ec
ინგა მურუსიძე
26.03.21 19:00
506
26 მარტს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს აღმოსავლეთის განყოფილების თანამშრომლებმა, ქალაქ თბილისში განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, 108 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს.

როგორც bm.ge-ს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს უაქციზო საქონელი ჩამოერთვა.

"აღნიშნულ ფაქტზე, სამართალდამრღვევი პირის მიმართ ადმ.ს.კ-ის 1552 მუხლის შესაბამისად შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ხოლო საქმის მასალები ქვემდებარეობით სასამართლოს გადაეგზავნა", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები