მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში $13 მლნ-ის ინვესტიციით სასტუმრო Glarros OldTown-ი გაიხსნება

63ece57f1987b
ვიქტორია მღებრიშვილი
15.02.23 18:18
3281
თბილისში Glarros Hotels ბრენდის ქვეშ პირველი ობიექტი Glarros OldTown სულ მალე გაიხსნება. როგორც სასტუმრომ მმართველი კომპანია HSC Group Hospitality ის დირექტორი გიორგი დოლიძე BM.GE-სთან ამბობს, რომ სასტუმროს საინვესტიციო მოცულობა 13 მლნ დოლარია და პროექტის დაფინანსება საუდის არაბეთიდან და ადგილზე თიბისი ბანკის თანამონაწილეობით განხორციელდა. მმართველი კომპანიის დირექტორი გახსნის ზუსტ თარიღს ვერ ამბობს, თუმცა აღნიშნავს, რომ სასტუმრო ოპერირებას გაზაფხულიდან დაიწყებს.

სასტუმრო დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში, კალაუბანში, კოტე აფხაზის 15 ნომერში, თავისუფლების მოედნიდან 1 წუთის სავალზე მდებარეობს.



მმართველი კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ სასტუმრო ყველა იმ საერთაშორისო სტანდარტისა და რეგულაციის ირგვლივაა მოწყობილი, რომელიც სტუმრის უსაფრთხოებისა და კომფორტული დასვენებისთვისაა აუცილებელი.

„Eco-friendly გარემო, უწყვეტი სწრაფი ინტერნეტი, უნიკალური ლოკაცია, ტკბილი ძილი, Large King ზომის საწოლები, მარტივი Check in & out. ეს იმ არასრული ფასეულობების ჩამონათვალია, რაც სტუმრებს Glarros OldTown - ში დახვდებათ.

სასტუმროს კონცეფცია შთაგონებულია ძველი თბილისის უნიკალური არქიტექტურისა და თანამედროვეობის სინთეზით, რაც გამოხატულია ინტერიერის თითოეულ დეტალში. ლატუნის სპირალური კიბე, მოზაიკა, ხის პარკეტი და სხვა დიზაინერული გადაწყვეტილება ხაზს უსვანს ძველი თბილისის არქიტექტურასა და ავთენტურობას. სასტუმროში განთავსებულია 78 ექსკლუზიური დიზაინის ოთახი, სადაც გამოყენებულია მსოფლიოში წამყვანი დიზაინერების ვიზუალები, როგორიცაა ARTE Le Corbusier DOTS და ა.შ. Gastromania - ქართულ-ევროპული ტიპის რესტორანი, შეხვედრების ოთახი, ბიზნეს ცენტრი და ღია კაფე, რომელიც სტუმრებს ექსპრესს კონცეფციას შესთავაზებს“, - აღნიშნა გიორგი დოლიძემ.

ობიექტი სრული საოპერაციო ეტაპიდან საშუალოდ 80 ადამიანს დაასაქმებს.

მმართველი კომპანიის დირექტორის ცნობით, Glarros OldTown ჯანსაღ და მეგობრულ გარემოსთან ერთად, გუნდს საერთაშორისო გამოცდილებას და ბრენდთან ერთად კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობებს სთავაზობს.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები