მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისში 18 000 ტაქსის მძღოლს უფასოდ გატესტავენ

5fec4558e907f
თელარა გელანტია
30.12.20 13:18
615
„ვინაიდან ტაქსის მძღოლები რისკ ჯგუფად განისაზღვრა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ისინი სწრაფი ანტიგენით ტესტირებას დაექვემდებარებიან“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„დაახლოებით, 18 000 ტაქსის მძღოლი SMS-ის სახით მიიღებს შეტყობინებას, თუ სად შეუძლიათ PCR ტესტის ჩატარება. ტესტირება მათთვის უფასო იქნება.

მნიშვნელოვანია, დაზღვეულები იყვნენ ტაქსის მძღოლებიც და ის ადამიანებიც, რომლებიც ტაქსის სერვისით სარგებლობენ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები