მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში 200 პაციენტზე გათვლილი კიდევ ერთი სავალე ჰოსპიტალი გაიხსნა

61235664cf64f
ელენე გოგბერაშვილი
23.08.21 12:00
877
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დედაქალაქში კიდევ ერთი სავალე ჰოსპიტალი დიღმის შემდეგ ქავთარაძის ქუჩაზეც მოეწყო. როგორც მინისტრი ჟურნალისტებთან აცხადებს, საველე ჰოსპიტალს დაახლოებით 200-მდე პაციენტის მიღება შეეძლება.

„დედაქალაქში ერთ-ერთი საველე ტიპის ინფრასტრუქტურა მოეწყო ასევე ქავთარაძის ქუჩაზე. ჰოსპიტალურ ნაწილში ჩვენ სრულიად ახალი, 200 საწოლზე დაწესებულება გავხსენით, სადაც გუშინვე დაიწყო პაციენტების მიღება. დაახლოებით 200-მდე პაციენტის მიღება შეიძლება, რომლებიც უზრუნველყოფილი იქნება ჟანგბადით. ახლა ჩვენ ვმსჯელობთ იმაზე, თუ რამდენად შეძლებს კახეთის რეგიონში ჰოსპიტალური სექტორი იმ დატვირთვის მიღებას, რაც ეპიდკვლევიდან გამომდინარე მოსალოდნელია. საჭიროების შემთხვევაში, კახეთში განვიხილავთ დროებითი დაყოვნების სივრცის მოწყობას, სადაც ჩვენი მოქალაქეები საჭირო სამედიცინო დახმარებას მიიღებენ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.