მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში 220 ახალი, 8-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანის პროცესი დასრულდა

5e3d0f36f404b
ინგა მურუსიძე
07.02.20 11:17
1802
თბილისს 40 ერთეული ახალი, 8-მეტრიანი "ისუზუს" მარკის ავტობუსი ჰყავს. ახალი ავტობუსები დღეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ წარადგინა.

„ამით დავასრულეთ 8-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა, თუმცა არ დასრულებულა პროექტი, რომელიც წამოწყებული გვაქვს. საქმე ეხება ყვითელი ავტობუსების სრულად ჩანაცვლებას“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, სულ შემოტანილია 220 ერთეული 8-მეტრიანი ავტობუსი.

„მომდევნო თვეებში საქართველოში შემოვა 12-მეტრიანი ავტობუსები, ხოლო ბოლო ეტაპი იქნება 18-მეტრიანი ავტობუსები. ყველა ქუჩაზე, სადაც რეაბილიტაციას ვაკეთებთ, გათვალისწინებული უნდა იყოს ზოლი საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის“, - განაცხადა კალაძემ.