აღმაშენებლის ხეივანში სატრანსპორტო მოძრაობა ნაწილობრივ იზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, მიზეზი სოფელ დიღმისთვის წყალარინების ქსელის მოწყობის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოებია, რომელიც აკაკი ბელიაშვილის ქუჩიდან გიორგი ბრწყინვალეს ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში მიმდინარეობს.
აღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 4-დან 8 ნოემბრის ჩათვლით, აღმაშენებლის ხეივნის მიმართულებით, ახმეტელის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.