საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის მეოთხე კვარტალში თბილისში ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონება გაძვირდა.
კერძოდ, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსის (RPPI) თანახმად, რომელიც თბილისში მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს ფარავს, ბინების სეგმენტში ფასი წინა კვარტალთან შედარებით 4.7%-ით გაიზარდა, ხოლო წლიურად 9.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
უბნების მიხედვით, ახალაშენებული (დასრულებული) ბინების მ²-ის ფასი 3 391 ლარიდან (სამგორი) 5 987 ლარამდე (მთაწმინდა) მერყეობს. აღსანიშნავია, რომ მოცემული ფასი არის გასაყიდი, ე.წ. შეთავაზების ფასი.
რაც შეეხება კერძო სახლებს, ფასი წინა კვარტალთან შედარებით 6.7%-ით არის გაზრდილი, ხოლო 2023 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით 12.3%-იანი მატება დაფიქსირდა.
უფრო დეტალურად, ბინების და კერძო სახლების ფასები უბნების მიხედვით ასეთია: