თბილისში, მოსაშვილის 24 ნომერში ახალი სტუმარმასპინძლობის ობიექტი, რესტორანი ნარნარი გაიხსნა. წლების განმავლობაში არსებული სურვილი ორმა მეგობარმა რეალობად აქცია და ბიზნესი პირველ ნაბიჯებს უკვე წარმატებით დგამს. განსაკუთრებულად გემრიელი კერძები და ღია სამზარეულოს კონცეფცია - ეს არის ის მცირე ჩამონათვალი, რაც რესტორან ნარნარს გამოარჩევს.
სტუმარი: ქეთი როხვაძე - “ნარნარის” დამფუძნებელი;
#ქალებისნარატივი მარიამ იზორიასთან ერთად