მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში ახალი წლის კონცერტზე ₾719,000 დაიხარჯება - როგორია მომღერლების ჰონორარები?

კონცერტი

თბილისის მერიამ გააფორმა ხელშეკრულება სადღესასწაულო კონცერტის გამართვის შესახებ. ხელშეკრულების მიხედვით, კონცერტის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი იქნება შპს Smart Event-ი, რომელიც თბილისის მერიის დაკვეთით სხვა წლების განმავლობაშიც იყო კონცერტების გამართვით დაკავებული. ხელშეკრულების ღირებულებაა 718 874 ლარი და მის ფარგლებში კომპანია მოაწყობს როგორც სცენას და მის ტექნიკურ უზრუნველყოფას, ასევე გადაიხდის არტისტების ჰონორარებს.

ახალი წლის ღამეს დაუკრავს ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, იცეკვებს ერისიონი და მართვე, კომპოზიციას შეასრულებენ გორის გოგონათა გუნდი და ანსამბლი შვიდკაცა, სოლისტების ჩამონათვალი კი ასეთი იქნება:

ახალი წლის ღამის შემსრულებლების ჰონორარები:

ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ჰონორარი - 56,000 ლარი;
ერისიონის ჰონორარი - 20,000 ლარი;
მართვეს ჰონორარი - 7,820 ლარი;
გორის გოგონათა გუნდის ჰონორარი - 17,000 ლარი;
ანსამბლ შვიდკაცას ჰონორარი - 9,120 ლარი;
ნატო მეტონიძე - 5,860 ლარი;
სტეფანე და სტეფანია (მღებრიშვილები) - 5,860 ლარი;
ეკა მამალაძე - 2,605 ლარი;
ნუკრი კაპანაძე - 2,605 ლარი;
ეკა კახიანი - 2,605 ლარი;
ლიზა ბაგრატიონი - 2,605 ლარი;
ნატა ქუთათელაძე - 2,605 ლარი;
დათო ალადაშვილი - 2,605 ლარი;
ნიკა კოჩაროვი - 2,605 ლარი;
ანასტასია ვასაძე, ოთო ბაზერაშვილი, ნიკოლოზ ხარატი, ვაჩე ღვინიაშვილი - 2,605 ლარი;
მაია ჯაბუა - 1,955 ლარი;
გიორგი მახარაშვილი - 1,955 ლარი;
სოფო გელოვანი - 1,955 ლარი;
მარიამ ებრალიძე - 1,955 ლარი;
ანრი ჯოხაძე - 1,955 ლარი;
ანა დოიაშვილი - 1,955 ლარი;
საბა მიქელაძე - 1,955 ლარი;
ნინა სუბლატი - 1,955 ლარი;
ლიკა სირაძე - 1,955 ლარი;
სანდრო მოსეშვილი - 1,955 ლარი;
საბა ჩაჩუა - 1,955 ლარი;
თინათინ დათიკაშვილი - 1,955 ლარი;
მარიამ როინიშვილი - 1,955 ლარი;
კონსტანტინე ყიფიანი - 1,955 ლარი;
ნიკოლოზ ქაჯაია - 1,955 ლარი.

რეჟისორის ჰონორარი - 20,000 ლარი, მუსიკალური ხელმძღვანელის და დირიჟორის ჰონორარი - 20,000 ლარი,

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები