მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში „ალილოს“ მსვლელობა იმართება

ალილო

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისში „ალილოს“ მონაწილეთა მსვლელობა იმართება.

მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან 14:00 საათზე დაიწყო და სამების ტაძარში დასრულდება, სადაც შობის პარაკლისი შესრულდება.

გავრცელებული ინფორმაციით, შეგროვებული სურსათი მოხუცთა თავშესაფრებსა და ბავშვთა სახლებს გადაეცემა.

დედაქალაქის გარდა, ტრადიციული საშობაო მსვლელობა - „ალილო“ იმართება რეგიონებშიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები