მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში ამერიკული Pizza Hut-ის რესტორანი გაიხსნა

პიცა ჰათი

თბილისში Pizza Hut-ის რესტორანი გაიხსნა. ამერიკული ბრენდის საქართველოში შემოსვლას აშშ-ის საელჩო ეხმაურება.

"1958 წელს ორმა ძმამ $600 დოლარი ისესხა პიცერიის გასახსნელად. დღეს იმავე პიცერიას 16 000-ზე მეტი რესტორანი აქვს მსოფლიოში.

მოხარული ვართ, რომ უკვე საქართველოშიც გაიხსნა პიცა ჰატის პირველი რესტორანი! მრავალფეროვან და გემრიელ პიცასთან ერთად ეს სიახლე ნიშნავს ამერიკულ ინვესტიციას და დასაქმების შესაძლებლობებს საქართველოსთვის, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის", - აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, თბილისამდე Pizza Hut-ის რესტორანი ბათუმშიც გაიხსნა.

ამერიკული პიცის რესტორნების ქსელი Pizza Hut-ი მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 18 000 რესტორანს აერთიანებს.

Bm.ge საქართველოში Pizza Hut-ს შემომყვანთან დაკავშირებას ცდილობს, რის შემდეგაც მკითხველს ბრენდის გეგმებზე უფრო მეტ დეტალს მივაწვდით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები