მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„თბილისში ახალი სასტუმრო Epigraph Town Hotel იხსნება“ - ინვესტიცია $3,5 მილიონია

63063180db150
ალა ისპირიანი
25.08.22 10:05
2387
$3,5 მილიონიანი ინვესტიციით თბილისში ახალი სასტუმრო Epigraph Town Hotel იხსნება. ამის შესახებ სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის პრეზიდენტმა შალვა ალავერდაშვილმა Bm.ge -ს განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული თანხა, სრულად ქართული ინვესტიციაა და სასტუმრო საშუალო და მაღალშემოსავლიან ტურისტებზეა გათვლილი.

„ოპერის უკან, თაბუკაშვილის 38ა - ში, 31 ნომრიანი სასტუმრო 1 კვირის განმავლობაში გაიხსნება. ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ იგი გათვლილია საშუალო და მაღალშემოსავლიან ტურისტებზე. დასაქმებული კი 32 ადამიანი იქნება“, - ამბობს ალავერდაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები