მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში ბინების გაყიდვები 35%-ით, ხოლო ფასი 13.5%-ით გაიზარდა - Colliers-ის მონაცემები

თბილისი

Colliers-ის უახლესი კვლევის თანახმად, 2026 წლის ივნისში თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა, როგორც ტრანზაქციების რაოდენობის, ისე ბინების ფასების მიმართულებით.

Colliers-ის ინფორმაციით, 2026 წლის ივნისში თბილისში 387 მილიონი აშშ დოლარის საცხოვრებელი ბინები გაიყიდა, ტრანზაქციების რაოდენობამ კი 4 484 შეადგინა, რაც გასული წლის ივნისთან შედარებით 35%-იანი ზრდაა.

მათივე ცნობით, ივნისში თბილისში საცხოვრებელი ბინის საშუალო ფასი 1 314 დოლარი იყო, რაც 2025 წლის ივნისთან შედარებით, 13.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. რაც შეეხება ბაზრის ზომას, 2026 წლის ივნისში თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი 387.3 მილიონამდე გაიზარდა, წლიური ზრდა 54%-ს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები