მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში ბინების გაყიდვები 8%-ით გაიზარდა - Mycorner.ge-ს შეფასებები-თამო წოწორია ქალების ნარატივში

თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს. TBC Capital-ის მონაცემებით, 2026 წლის 9 თვეში ბაზრის მოცულობამ 3.1 მილიარდი დოლარი შეადგინა (წლიური ზრდა 23%), ხოლო გაყიდული ბინების რაოდენობამ 34 434-ს მიაღწია. მიუხედავად ფასების ზრდისა — სექტემბერში საშუალო გასაყიდმა ფასმა კვადრატულ მეტრზე 1 373 დოლარი შეადგინა — მოთხოვნა არ ნელდება. სწორედ ამ დინამიკურ გარემოში ოპერირებს საკონსულტაციო-საბროკერო კომპანია Mycorner.ge, რომელიც 2022 წლიდან ეხმარება მომხმარებლებს უძრავი ქონების შეძენა-გაყიდვაში. კომპანია სთავაზობს სრულ სერვისს: ქონების იდენტიფიცირებას, მარკეტინგულ სტრატეგიას, იურიდიულ თანხლებასა და პოტენციური მყიდველების მოზიდვას როგორც ლოკალურ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. როგორია დღეს უძრავი ქონების ბაზრის რეალური სურათი, რა მოთხოვნები აქვთ საერთაშორისო ინვესტორებს და როგორ ეხმარება პროფესიონალი ბროკერი რისკების დაზღვევაში?

სტუმარი: თამო წოწორია - Mycorner.ge, დამფუძნებელი და “ტენორი”, თანადამფუძნებელი

#ქალებისნარატივი მარიამ იზორიასთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები