თბილისში ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფი შემცირდა.
ახალი ტარიფი "თბილისი ენერჯის" აბონენტებისთვის სემეკმა რამდენიმე წუთის წინ დაადგინა, რომლის მიხედვით, 1 კუბური მეტრი გაზის ფასი 46.137 თეთრი იქნება. გაზის დღევანდელი ფასი კი 46.153 თეთრია. შესაბამისად ტარიფი 0.002 თეთრით შემცირდა. ამ დადგენილების პროექტი სემეკმა რამდენიმე წუთის წინ დაამტკიცა.
ახალი ტარიფი 2020 წლის პირველ იანვარს ამოქმედდება და 2022 წლის ჩათვლით ძალაში იქნება. გარდა ამისა, დღესვე სემეკი რამდენიმე მცირე კომპანიის ტარიფს გამოაცხადებს.




























