მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში „ბუტრანას“ საფირმო მაღაზია გაიხსნება

619e0199b876e
ინგა მურუსიძე
25.11.21 09:00
1029
ბუტრანა კახეთში, სოფელ ტიბაანთან მდებარე მიკრო-ზონაა, რომელიც კახეთის ტერიტორიაზე არსებულთაგან ერთ-ერთი უძველესია. იქ მოყვანილი ყურძენი განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით გამოირჩევა. „ბუტრანაში“ ოჯახის კუთვნილ მიწაზე, წარმოშობით ტიბაანელმა ჯემალ ხატიაშვილმა საკუთარი ბიზნესი წამოიწყო დ ამ დროისთვის ღვინოს და ყველს აწარმოებს.

„ბუტრანას“ ღვინო ორი სახეობისაა: „საფერავი“ და „რქაწითელი“, რომელიც ამ ეტაპზე ჰორეკას სექტორში იყიდება, თუმცა როგორც bm.ge-ს ჯემალ ხატიაშვილი უყვება, გეგმავენ თბილისში საფირმო მაღაზია გახსნან, სადაც სწორედ „ბუტრანას“ წარმოების ყველი და ღვინო გაიყიდება.

„წელს ყურძნის და შესაბამისად, წარმოებული ღვინის მოცულობა გაიზარდა, დაახლოებით 10 ათასი ბოთლის რესურსი დავაყენეთ, რომელიც 2022 წლიდან გაიყიდება. ორი სახის ღვინოზეა საუბარი - „საფერავი“ და ქვევრის რქაწითელი.

ჩვენი მომხმარებელი ძირითადად არის ჰორეკა-სექტორი და პროდუქციას ასევე ვყიდით სოციალური ქსელებით.  ტურისტულ ჯგუფებს ვუტარებთ ყველისა და ღვინის მასტერკლასებს და შემდეგ გვაქვს დეგუსტაცია. მასტერ-კლასებზე ძირითადად უცხოელები ჩამოდიან, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები იშვიათად გვსტუმრობენ“, - თქვა ხატიაშვილმა.

მისი ინფომაციით, მასტერკლასებზე „ბუტრანას“ ძირითადად სტუმრობენ ჯგუფები ბალტიისპირეთიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან და ბელორუსიდან.

შორეულ გეგმებში "ბუტრანას" ექსპორტიც იგეგმება, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ ქართულ ბაზარზე გაიყიდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები