მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში ერეკლე II-ს ძეგლის დადგმისთვის კულტურის სამინისტროს 955 000 ლარი გამოეყოფა

ერეკლე მეორე

თბილისში ერეკლე II-ს ძეგლის დამზადებისთვის კულტურის სამინისტროს 955 000 ლარი გამოეყოფა. შესაბამისი განკარგულება პრემიერის ხელმოწერით მთავრობამ 9 სექტემბერს გამოსცა.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს გამოუყოს 955 000 ლარი“, - წერია განკარგულებაში.

ცნობისთვის, ერეკლე II-ს ძეგლის დადგმა კახეთის გზატკეცილზე იგეგმება, კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის მიმდებარედ, სადაც თბილისის მერია პარკის რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებს.

ძეგლი მერაბ მერაბიშვილის ესკიზის მიხედვით დამზადდება.

გადაწყვეტილების შესახებ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ აგვისტოს ბოლოს განაცხადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები