მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში გასტრობარი „დაირა“ გაიხსნა - რას სთავაზობს ობიექტი სტუმრებს?

გასტრობარი

რამდენიმე კვირაა, რაც თბილისში, კოსტავას ქუჩაზე, ფილარმონიასთან ახლოს გასტრობარი „დაირა“ გაიხსნა.

სტუმარმასპინძლობის ახალი ობიექტი 200-მდე მწარმოებლის ღვინის საცავს და სარესტორნე სივრცეს აერთიანებს, სადაც მისულ სტუმრებს ქართულ, ფრანგულ და იტალიურ ნოტებით შედგენილ შეფმზარეული გურამ ბაღდოშვილის კერძებთან ერთად ღვინის დაგემოვნებაც შეუძლიათ.

„დაირა“ შეფმზარეულმა პარტნიორებთან ერთად გახსნა. როგორც ის BM.GE-სთან ჰყვება, გასტრობარი ყოფილი კაფეს ადგილას გაიხსნა და არსებული სივრცის სრული განახლება მოხდა.

„რესტორანი 12-მდე სამუშაო ადგილს ქმნის. რესტორნის ადგილას ადრე იყო სასტუმროს რესტორანი და მისი არსებული რესურსი გამოვიყენეთ და ახალ რესტორნად გადავაქციეთ. პირველ სართულზე ღვინის საცავი მოვაწყვეთ. „დაირა“-ში რესტორანი და ღვინის მაღაზია ერთ სივრცეშია გაერთიანებული. აქ წარმოდგენილია 200-მდე ქართული მწარმოებლის და ევროპული ღვინოები. „დაირას“ ღვინის მაღაზია მომხმარებელს ქართულ ღვინოებს დემოკრატიულ ფასებში სთავაზობს, იმისთვის, რომ ყველა ადამიანს კარგი ღვინის კარგ ფასად გასინჯვა შეეძლოს.

სამზარეულო არის ქართული, ფრანგული და იტალიური ნოტებით, მენიუ საკმაოდ საინტერესოა და აწყობილია ღვინის ირგვლივ - ზღვის და ხორცპროდუქტებით, თევზეულით, ბოსტნეულით. დარბაზი 50 პერსონაზეა გათვლილი.

ჩვენ ახლა ძირითადად პატარა ჯგუფებზე ვმუშაობთ, ვაწყობთ ღვინის საღამოებს, სადაც სტუმრებს სხვადასხვა სახის დაფებსაც ვთავაზობთ“, - განმარტა შეფმზარეულმა.

გურამ ბაღდოშვილი აღნიშნავს, რომ პარტნიორებთან ერთად „დაირა“ მომავალში განვითარებას და ახალი ობიექტების გახსნასაც გეგმავს, თუმცა დეტალები ჯერ ცნობილი არ არის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები