ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სერვისებით სარგებლობას საქართველოს მოქალაქეები ერთი ფანჯრის პრინციპით შეძლებენ, - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
"თბილისში ჯანდაცვის სამინისტროს მომსახურების ცენტრი გაიხსნა, სადაც სოციალური მომსახურების, დასაქმების ხელშეწყობისა და ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოების, ასევე - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების მიმართულებით მოქალაქეები სრულყოფილ და უწყვეტ მომსახურებას, ერთ სივრცეში მიიღებენ", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ახლად გახსნილი ცენტრი ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა, მოადგილესთან თამარ ბარკალაიასთან ერთად დაათვალიერა.
ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, ქვეყნის მასშტაბით, ერთი ფანჯრის პრინციპით, 15 მომსახურების ცენტრი გაიხსნება.