მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში კიდევ ერთი “რედისონი” 2023 წელს გაიხსნება

624ec1dfc0000
სალომე ჭიპაშვილი
09.04.22 22:23
5835
"ბლოკ ჯგუფი" სასტუმრო „რედისონს” 2023 წლის ბოლო კვარტალში გახსნის. როგორც „ბლოკ ჯგუფის“ მმართველმა პარტნიორმა თორნიკე ჯანაშვილმა „საქმიან დილაში“ განაცხადა, სასტუმროს მშენებლობაში 25 მლნ დოლარის ინვესტირება მოხდება.

„ეს იქნება განსაკუთრებული სასტუმრო, რომელიც სტუმრებს სპას, გამაჯანსაღებელ ცენტრს, საკონფერენციო დარბაზს, სხვადასხვა რესტორნებსა და კაფეებს შესთავაზებს. ძირითადად upscale სეგმენტზე იქნება გათვლილი“, - აღნიშნავს თორნიკე ჯანაშვილი.

მისივე თქმით, სასტუმრო „რედისონი“ 200-ნომრიანი იქნება და ჭანტურიას ქუჩაზე, სასტუმრო „თორის“ ადგილას განთავსდება.

„მოხდა სასტუმრო „თორის“ დემონტაჟი და მის ადგილას დავიწყეთ „რედისონის“ მშენებლობა. საპარკინგე სივრცეები უკვე აშენებულია, ფაქტობრივად ავცდით 0 სართულს“- აღნიშნა „ბლოკ ჯგუფის" მმართველმა პარტნიორმა.

საინვესტიციო კომპანია “ბლოკ ჯგუფი“ ბაზარზე 1993 წელს გამოჩნდა და სხვადასხვა დარგებში, მათ შორის ჯანდაცვის, მშენებლობის, ლოგისტიკის, ენერგეტიკის მიმართულებით ოპერირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები