საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის მეოთხე კვარტლის მდგომარეობით, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასი 2020 წლის საშუალო ფასთან შედარებით 1.2%-ით არის გაზრილი. საუბარია უძრავი ქონების შეთავაზებულ ფასზე, რომლის ანალიზსაც საქსტატი ელექტრონულ პორტალებზე გამოქვეყნებული ფასების შესწავლით ახდენს.
აღნიშნული ბინები უმეტესად “მწვანე კარკასისაა” და შესაბამისად, ძირითადად გარემონტებული ბინების ფასს ასახავს.
უბნების მიხედვით, კვადრატული მეტრის ფასები ასე ნაწილდება:
● მთაწმინდა - 3,930 ლარი;
● ვაკე - 3,540 ლარი;
● საბურთალო - 3,160 ლარი;
● ჩუღურეთი - 3,045 ლარი;
● კრწანისი - 2,990 ლარი;
● დიდუბე - 2,850 ლარი;
● ნაძალადევი - 2,720 ლარი;
● ისანი - 2,540 ლარი;
● გლდანი - 2,500 ლარი;
● სამგორი - 2,370 ლარი.
საქსტატის თანახმად, ბინების საშუალო ფასი მდგომარეობების მიხედვით ასეთია - მწვანე კარკასი - 2,950 ლარი; თეთრი კარკასი - 2,600 ლარი; შავი კარკასი - 2,210 ლარი.




























