მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისში მაღალი კლასის ბინებზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა - Recov.ge

62aad47b1f27e
ვიქტორია მღებრიშვილი
16.06.22 14:07
1147

მაისში, თბილისში უფრო მეტად საშუალო და მაღალი კლასის ბინებს ყიდულობდნენ - თბილისის საცხოვრებელი ბინების გაყიდვების განახლებული სტატისტიკა Colliers Georgia-მ ვებგვერდ recov.ge-ზე გამოაქვეყნა.

მათი ინფორმაციით, 2022 წლის მაისში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,398 ერთეული შეადგინა და წინა წლის მაისთან შედარებით 56%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ბაზრის ზომა კი 69%-ით, 168 მლნ დოლარამდე გაიზარდა.

„მაისში, თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 66%-იანი ზრდა ფიქსირდება, რაც ძირითადად განპირობებულია მედიუმ და პრემიუმ სეგმენტების მნიშვნელოვანი ზრდით. ძველ პროექტებში კი მაჩვენებელი 39%-ით არის გაზრდილი 2021 წლის მაისთან შედარებით“, - ნათქვამია განახლებულ სტატისტიკაში.

ამასთან, აღნიშნულ პერიოდში თბილისში ახალაშენებულ მედიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა თითქმის გაორმაგდა, ეკონომ სეგმენტში კი მაჩვენებელი 44%-ით გაიზარდა. რაც შეეხება პრემიუმ სეგმენტს, ტრანზაქციების რაოდენობა 274%-ით გაიზარდა.

განახლებულ სტატისტიკაში ბინების საშუალო შეწონილ გასაყიდ ფასზეცაა საუბარი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვნად ქალაქის ფართო ცენტრში - 14%-ით გაიზარდა, გარეუბნებსა და ქალაქის ცენტრში კი - 10% და 3%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

რაც შეეხება ძველ ბინებს,  ყველაზე დიდი 12%-იანი ზრდა კვლავ ფართო ცენტრში ფიქსირდება,  ქალაქის ცენტრსა და გარეუბნებში კი ფასები 8% და 5%-ით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები