სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა მარნეულში, თერჯოლასა და თბილისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ობიექტები გამოავლინეს, რომლებიც რეგისტრაციისა და სააგენტოსგან მინიჭებული აღიარების გარეშე საქმიანობდნენ. ბიზნესოპერატორებს, შესაბამისი მოთხოვნების დაცვისა და სავალდებულო პროცედურების გავლის გარეშე აეკრძალათ პესტიციდებითა და აგროქიმიკატებით ვაჭრობა.
"შპს ,,იდა აგრო საქართველო“ (მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფ. იმირი), ი/მ შ. ჩ (თერჯოლა, სოფ. საზინო) და ი/მ რ. ჭ (ქ. თბილისი, მოსკოვის გამზირი N2, ობიექტი N16) კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდნენ.
2019 წლიდან პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტების მიმართ საკანონმდებლო მოთხოვნები გამკაცრდა. სპეციალიზებული ობიექტის ფუნქციონირებისათვის სავალდებულოა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აღიარება, რაც გულისხმობს სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების და უსაფრთხოების წესების სრულად დაკმაყოფილებას", - ნათქვამია სეს-ის გავრცელებულ ინფორმაციაში.




























