მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში მდებარე ქარხანა წელს Boeing-ს $10 მილიონის პროდუქციას მიაწვდის

5e21542004498
სალომე მეცხვარიშვილი
17.01.20 10:23
2283
თბილისში მდებარე თვითმფრინავის კომპოზიტური ნაწილების ქარხანა ATC წელს Boeing-ს $10 მილიონის პროდუქციას მიაწვდის,- ამის შესახებ Bm.ge-ს ქარხნის ფინანსურმა მენეჯერმა მიხეილ ბეგიაშვილმა განუცხადა.

ამჟამად კომპანიის ერთადერთი დამკვეთი სწორედ ამერიკული გიგანტია, რომელსაც პირველი პროდუქცია 2019 წელს მიაწოდეს. რა მოცულობის ხელშეკრულებაა გაფორმებული მხარეებს შორის, უცნობია, თუმცა, ქარხანაში აცხადებენ, რომ კონტრაქტი გრძელვადიანია.

“2020 წელი ATC-სთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ვიწყებთ ახალ პროექტს. ვამატებთ ახალი დასახელების ნაწილებს, დაახლოებით 150 ახალი ნაწილის პროექტირება და წრამოებაში ჩაშვება იგეგმება. გარდა ამისა წარმოების რაოდენობაა განსაზღვრული, დაახლოებით 10 მილიონ დოლარს გადააჭარბებს ჩვენი გაყიდვების მოცულობა, შესაბამისა,დ თანამშრომელთა რაოდენობაც იზრდება, დღეს თუ გვყავს 150 დასაქმებული, წლის ბოლოსთვის 220-230 თანამშრომელი იქნება კომპანიაში.

2019 წლისგან განსხვავებით, როდესაც ჩვენ მხოლოდ ნაწილებს ვაწარმოებდით, 2020 წელს დაიწყება, ნაწილების აწყობის პროცესი. რამდენიმე ნაწილის ერთანეთზე დამაგრების პროცესი, ასევე ვიწყებთ სამღებრო სამუშაოებს. ეს გულისხმობს დამატებით ახალი ხაზის ამუშავებას. ასევე ვართულებთ პროდუქციის ასორტიმენტს, რაც უფრო რთულია ნაწილი და რაც უფრო მრავალფეროვანია პროდუქცია, მით მეტი აქვს ღირებულება”,- აცხადებს მიხეილ ბეგიაშვილი.

სახელმწიფოს კუთვნილი “საპარტნიორო ფონდისა” და ებრაული ტექნოლოგიური კომპანია Elbit-ის თანადაფინანსებით, $93-მილიონიანი ინვესტიციით აშენებული საწარმო სს “აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიები (ციკლონი)”, საკუთარი წარმოების ეტაპობრივ ზრდას გეგმავს. პროექტის მიხედვით, გახსნიდან მეხუთე წელს საწარმო 300 ადამიანს უნდა ასაქმებდეს და მისი წლიური წარმოება $60 მილიონს უნდა შეადგენდეს. ყოველთვიური წარმოება დაახლოებით 3,000 დეტალს შეადგენს, რომელიც სამოქალაქო ავიაციისთვის არის განკუთვნილი.

ქარხანა 2018 წლის მაისში გაიხსნა.

რა დატვირთვით მუშაობს Elbit-ისა და "საპარტნიორო ფონდის" დაფუძნებული საავიაციო ნაწილების ქარხანა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები