მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში, მეორად ბაზარზე, 9 თვეში 14 ათასზე მეტი ბინა გაიყიდა - G&T

თბილისი

2024 წლის პირველ 9 თვეში თბილისში, მეორად ბაზარზე, სულ 14 ათასზე მეტი ბინა გაიყიდა - ამის შესახებ Galt & Taggart-ის თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ანგარიშის ყოველთვიურ ანგარიშშია საუბარი.

საინვესტიციო ბანკის ცნობით, იანვარ-სექტემბერში ჯამში 14 883 ბინა გაიყიდა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5.9%-ით ნაკლებია. Galt-ის ცნობით, აღნიშნული დინამიკა ზაფხულის პერიოდში შემცირებულ გაყიდვებს ასახავს.

რაც შეეხება სექტემბრის მონაცემებს, გასულ თვეში თბილისის უძრავი ქონების მეორად ბაზარზე 1 803 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 4.3%-იან, თვიურად კი - 13.8%-იან ზრდას აჩვენებს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მეორეულ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა ეტაპობრივად ღდგება.

სექტემბერში ყველაზე მეტი, 759 ბინა დიდ დიღომში გაიყიდა, სადაც მ²-ის საშუალო ღირებულება $1 009-ია.

ყველაზე ნაკლები, 67 ბინა კი ვაშლიჯვარში გაიყიდა, სადაც მ²-ზე საშუალო ფასი $950-ია.

ჯამში, სექტემბერში $274.6 მილიონის-ის ღირებულების ბინები გაიყიდა, რაც
წლიურად 16.5%-იანი და თვიურად 12.1%-იანი ზრდაა. რაც შეეხება 9 თვის შედეგებს, იანვარ-სექტემბრის პერიოდში ჯამურად $2.2 მილიარდის ღირებულების ბინა გაიყიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები