მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე, 4-სართულიანი ავარიული სახლის ადგილზე ახალი კორპუსი აშენდება

ავარიული კორპუსი

თბილისის მერიის ინფორმაციით, მოქალაქეთა მიმართვის გათვალისწინებით, მიცკევიჩის ნომერ 4-ში მდებარე ავარიული სახლის ნაცვლად ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მერის ინფორმაციით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ განხორციელდეს აღნიშნული 4-სართულიანი ავარიული საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი და მის ადგილას ახალი, თანამედროვე კორპუსი აშენდეს.

"ამჯერად, დეველოპერთან ერთად, მოგვმართა მიცკევიჩის ქუჩის N4-ში მცხოვრებმა მოსახლეობამ და ითხოვა ავარიული სახლის ჩანაცვლების მიზნით, შესაბამისი ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება. ეს საცხოვრებელი სახლი, დღეის მდგომარეობით, წარმოადგენს IV ხარისხის დაზიანების მქონე შენობას. კორპუსში ცხოვრობს 20-მდე ოჯახი და მათი მდგომარეობა, შენობის ავარიულობის გამო, დღითიდღე უარესდება.

აქედან გამომდინარე, ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ გავცეთ შესაბამისი ხელშემწყობი ღონისძიებები, რათა განხორციელდეს აღნიშნული 4-სართულიანი ავარიული საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი და მის ადგილას ახალი, თანამედროვე კორპუსი აშენდეს, სადაც მესაკუთრეებს გარემონტებულ მდგომარეობაში გადაეცემათ მათი კუთვნილი ფართები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მერმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას, გამოიყენოს შესაძლებლობა და მიიღოს მონაწილეობა აღნიშნული პროგრამების განხორციელებაში.

კახა კალაძის თქმით, წელს ამოქმედდა პროგრამა, რომლის ფარგლებში, მუნიციპალიტეტი მზადაა, ისტორიულ არეალებში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე საცხოვრებელ სახლებში მცხოვრები ადამიანებისგან გამოსყიდოს ფართები, საბაზრო ღირებულებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები