მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში მოსანახულებელი ტურისტული ობიექტების მარშრუტს მერია დაადგენს

5d94749e23621
ელენე გოგბერაშვილი
02.10.19 14:33
1227
დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების პროექტი განიხილეს, რომელიც დედაქალაქის მუნიციპალიტეტს უფლებას აძლევს, დაადგინოს ტურისტული ობიექტების დათვალიერების სპეციალური მარშრუტი, რომლითაც ამ სფეროში დასაქმებული პირები ისარგებლებენ.

შესაბამისად, დედაქალაქის ფარგლებში განლაგებული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დათვალიერების მიზნით ტურისტული ან სპეციალური გადაყვანის განხორციელება ტურისტული მარშრუტის დარღვევით გამოიწვევს სანქცირებას.

მომხსენებელ გოგა გულორდავას დეპუტატმა ირაკლი აბესაძემ ჰკითხა, ავტობუსების გარდა ვრცელდება თუ არა ცვლილებები იმ მსუბუქ ავტომობილებზე, რომლებსაც გადაჰყავთ ტურისტები და ვალდებულნი არიან თუ არა ისინი დაიცვან წინასწარ დადგენილი მარშრუტი?

გოგა გულორდავამ აბესაძის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ ეს შეეხება მსუბუქ ავტომობილებს იმ შემთხვევაში, თუ მათ უნდათ ისარგებლონ დამტკიცებული მარშრუტის ფარგლებში სხვა ტიპის დგომა-გაჩერების წესებით, თუნდაც ბასლაინზე გადაადგილებით და იმ შეღავათით, რაც შეიძლება მოჰყვეს ამ მარშრუტით გადაადგილებას.

„თუ ამ მარშრუტის ფარგლებში არ უნდათ მოძრაობა და ჩვეულებრივ 4-5 ტურისტი გადაჰყავს თავისთვის, ისინი ჩვეულებრივ იმ რეგულაციის ფარგლებში იმოქმედებენ, რაც დღეს არის დადგენილი საგზაო მოძრაობის წესებით“-განმარტრავს გულორდავა.

გულორდავას საპასუხოდ ირაკლი აბესაძემ თქვა, რომ არსად არ წერია კანონპროექტში, რომ ტურისტული საქმიანობით დაკავებულ პირებს შეეძლებათ აირჩიონ, ისარგებლონ თუ არა დადგენილი მარშრუტით. და იმ შემთხვევაში, თუ მსუბუქ ავტომობილს ექნება არჩევანის შესაძლებლობა, ეს დათქმა კანონში უნდა გაიწეროს.

გოგა გულორდავა ირწმუნება, რომ კანონში არსებული ჩანაწერი ეხება მხოლოდ რეგულარულ გადაყვანებს და დადგენილი მარშრუტებით სარგებლობის კუთხით მსუბუქ ავტომობილებს არჩევანის თავისუფლება ექნებათ.

კანონპროექტში არსებული ჩანაწერის მიხედვით, ტურისტული საქმიანობით დაკავებული ავტობუსების ან იგივე საქმიანობის განმახორციელებელი სხვა ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალების დედაქალაქის ტერიტორიაზე მერიის მიერ დამტკიცებული მარშრუტის დარღვევით, - გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები