მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„თბილისში მოზრდილი მოსახლეობის 35%-ს Covid-19 გადატანილი აქვს“ - თენგიზ ცერცვაძე

608a946484874
ვიქტორია მღებრიშვილი
29.04.21 15:35
795
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, თბილისის ზრდასრული მოსახლეობის 35%-ს კოვიდი გადატანილი აქვს. ამის შესახებ მან კლინიკური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ეს საკმარისი არ არის და ჯოგური იმუნიტეტის ჩამოსაყალიბებლად, აუცილებელია, რომ იმუნიტეტი ინფექციაზე მოსახლეობის 70%-ს გამოუმუშავდეს.

„ჩავატარეთ კვლევა და მივიღეთ ძალიან საინტერესო შედეგი. გაირკვა, რომ თბილისის მოზრდილი მოსახლეობის 35% კოვიდი გადატანილი აქვს. მათგან 11%-მა, 100 000-მა კაცმა იცის, რომ გადატანილი აქვს, ხოლო 23%-მა არ იცის ისე აქვს გადატანილი, მაგრამ იმუნური მაინც არის. ანუ იმუნური ფენის მესამედი უკვე გვყავს, მაგრამ ეს ძალიან ცოტაა. გვჭირდება იმუნური ფენის 70%, რომ კოვიდ პანდემია წელში გადავტეხოთ. წლის ბოლომდე მოსახლეობის 65-70% უნდა ავცრათ. ეს ნიშნავს, რომ დღეში 5 000-6000 კაცი უნდა იცრებოდეს, მაშინ როდესაც დღეს 1500-დან 2000 კაცამდე იცრება - ეს 4-ჯერ 5-ჯერ ნაკლებია. ეს ძნელია, რადგან საქართველოში ანტივაქსერული განწყობები მძლავრობს, ზოგი გულწრფელად, ზოგი არაგულწრფელად ეწინააღმდეგება აცრებს. საქართველოში ისეთი ადამიანებიც არიან, ვისაც ურჩევნია, რომ მოსახლეობა არ აიცრას, ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა გაიზარდოს და ეს ყველაფერი შემდეგ ხელისუფლებას დაბრალდეს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები