მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისში NFT ნახატების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება - თანხა უკრაინაში გადაირიცხება

6256904429d01
მარიამ იზორია
13.04.22 13:54
961
ჩიქოვანის ფონდი, ბლოკჩეინის საერთაშორისო დეველოპერ, Block Square- თან პარტნიორობით, თბილისში, 14 აპრილიდან 17 აპრილის ჩათვლით NFT ნახატების გამოფენა-გაყიდვას გამართავს.

მეტაისტორიის მუზეუმის ოფიციალური კოლექციის ნაწილი უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრას ეძღვნება.

თბილისის აუქციონებზე მიღებული სრული თანხა უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროს კრიპტო ანგარიშებზე გადაირიცხება

ინფორმაციისთვის: რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტრომ, NFT საზოგადოებასთან ერთად, ციფრული ომის ქრონიკის პირველი მუზეუმი გახსნა, რომლის მიზანიც კონფლიქტის ქრონოლოგიის დოკუმენტირებაა. მუზეუმში განთავსებული ყოველი NFT სანდო წყაროს მიერ Twitter-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციაა, რომელიც მხატვრებმა ილუსტრაციებად აქციეს.

მეტაისტორიის მუზეუმის დაარსებიდან პირველად, ბაზარზე 1600 NFT ნახატი 800 000 დოლარად გაიყიდა. მეორადი ბაზრის რაოდენობამ კი 20ETH-ს გადააჭარბა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები