მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისში, პარკირების საშვებიდან მიღებული შემოსავალი ბოლო სამ წელში 14,2 მლნ ლარს შეადგენს

5fa502ee58c23
ინგა მურუსიძე
08.11.20 09:45
1059
„თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ ირწმუნება, რომ ქალაქში 2020 წლის 27 ოქტომბრის მდგომარეობით, 9 946 საპარკინგე ადგილია.

გარდა ამისა, როგორც BM.GE-სთვის მიწოდებული საჯარო ინფორმაციიდან ირკვევა, 2018 წლის 10 აპრილიდან - 2020 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, 25 და 50-ლარიანი საშვების გაყიდვის შედეგად შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ 14 236 475 ლარი მიიღო.

ინფორმაციისთვის, თბილისის მერიამ „სითი პარკთან“ ხელშეკრულება სწორედ 2018 წლის 10 აპრილს გაწყვიტა, სწორედ ამის შემდეგ პარკირების საკითხს ქალაქში თბილისის სატრანსპორტო კომპანია აგვარებს, რომელმაც თბილისის რამდენიმე უბანში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა შემოიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები