Galt & Taggart-ის თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების განახლების თანახმად, 2026 წლის ივნისში, თბილისში საშუალო ზომის ბინის (50-60 კვ.მ) ქირის ფასი მაღალ დონეზე შენარჩუნდა და კვადრატულ მეტრზე 10.1 აშშ დოლარი შეადგინა (+1.4% თვიურად), ქირის ამონაგებმა კი - 8.5%.
ქირის საშუალო შეწონილი ფასები კვ.მ-ზე 8-დან 16 აშშ დოლარამდე მერყეობს და ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ვაკეშია, ყველაზე დაბალი კი სამგორში. გასული წლის ივნისთან შედარებით ზრდა ყველგან ფიქსირდება.
ქირის საშუალო შეწონილი ფასები, აშშ დოლარი/კვ.მ





























