მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში "ბიუ-ბიუ"-ს 3 ახალი მაღაზია გაიხსნა

6082d5e1dfe6c
ვიქტორია მღებრიშვილი
23.04.21 20:00
1813
ქათმის ხორც-პროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ჩირინა“ თბილისში პროდუქციის სარეალიზაციო ობიექტების რიცხვს ზრდის. ამის შესახებ BM.GE-ის კომპანიის დამფუძნებელმა რევაზ ვაშაკიძემ განუცხადა.

„ჩვენ გვაქვს 71 სავაჭრო წერტილი, საიდანაც 35 მაღაზიაა. ვაპირებთ მაღაზიების რიცხვის გაზრდას. შემდეგ კვირაში კიდევ ორი ახალი მაღაზია გაიხსნება“, - განაცხადა რევაზ ვაშაკიძემ.

ამ ეტაპისთვის "ბიუ-ბიუს" 3 ახალი მაღაზია ნაძალადევის რაიონში, თემქასა და სოფელ დიღომში გაიხსნა, რის შესახებაც კომპანიამ ინფორმაცია ფეისბუქ გვერდზეც გაავრცელა. მაღაზიები ცოტნე დადიანის ქუჩა # 150, თემქის მე-3 მიკრო/რაიონში, მე-2 კვარტალში კორპუსი # 29-სა და სოფელ დიღომში, დავით აღმაშენებლის ქუჩა # 87ა-ში გაიხსნა.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები