მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში, რუსთაველის გამზირზე საკონდიტრო საწარმო ამოქმედდება

5f8703da54aee
ლიკა გურაბანიძე
14.10.20 20:41
3630

თბილისში, რუსთაველის გამზირზე საკონდიტრო საწარმო გაიხსნება. როგორც მისმა დამფუძნებელმა ხათუნა ბაკურაძემ გადაცემა “საქმიან დილაში” საუბრისას განმარტა, კომპანიას იმ რესტორნების სია უკვე მოძიებული აქვს, რომელთაც ადგილზე დამზადებულ დესერტებს მიაწოდებენ.

ბაკურაძის თქმითვე, საკონდიტრო საწარმოში ასევე შოურუმი მოეწყობა და სასწავლო კურსები ჩატარდება.

გარდა ამისა, საკონდიტრო საწარმოში მისულ მომხმარებლებს დესერტების შეძენის გარდა, კონდიტერების მუშაობის პროცესის ღია სივრცეში ხილვის შესაძლებლობა ექნებათ.

ცნობისთვის, ახალი საკონდიტრო საწარმო თიბისის სტარტაპერია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები