მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისში საახალწლო განათებების ჩართვა დაიწყო - მთავარი ნაძვის ხე 25 დეკემბერს აინთება

5df720f47a700
BM.GE
16.12.19 10:19
2358
თბილისის ქუჩებში საახალწლო ილუმინაციები აინთო. პირველ ეტაპზე, საახალწლო განათებები და დეკორაციები წერეთლის, რობაქიძის, თამარ მეფის, ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგის და გურამიშვილის გამზირებზე, ასევე, კოსტავას, კანდელაკის, გამსახურდიას, დოლიძის, ჩოლოყაშვილის, თამარაშვილის, მელიქიშვილის, ფარნავაზ მეფის, ცოტნე დადიანის, გორგასალის და ლეონიძის ქუჩებზე აინთო.

მომდევნო დღეებში დედაქალაქის დარჩენილი გამზირები და ქუჩები აინთება.

საახალწლო ილუმინაციების ანთების პროცესს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი რომეო მიქაუტაძე გაეცნო.

"თბილსერვის ჯგუფი საახალწლო განათებების მონტაჟს დაახლოებით, ერთი თვეა ახორციელებს. დღეს, უკვე დავიწყეთ განათებების ჩართვა სხვადასხვა რაიონში. აღნიშნულ პროცესს, რამდენიმე დღეში დავასრულებთ. ქალაქის საახალწლოდ მორთვა, 25 დეკემბერს, მთავარი ნაძვის ხის ანთებით და საშობაო სოფლის გახსნით დაგვირგვინდება’’,- განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, წელს, რუსთაველის გამზირი და ორბელიანის მოედანი სრულიად ახალი დიზაინით და განათებებით მოირთო. უკვე არსებული ილუმინაციები კი, ქალაქის სხვადასხვა უბანში გადანაწილდა.












გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები