თბილისში საპროტესტო მარში მიმდინარეობს. მოქალაქეები ფილარმონიასთან შეიკრიბნენ და მსვლელობით პარლამენტისკენ მიემართებიან.
აქციის მონაწილეები ითხოვენ, ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის დემონსტრაციების დაშლისას პოლიციის მიერ გამოყენებულ ქიმიურ საშუალებებთან დაკავშირებით.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
დღეს უწყვეტი პროევროპული პროტესტის 374-ე დღეა.




























