მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონება გაძვირდა - როგორი იყო უბნების მიხედვით 1მ²-ის მედიანური ფასი?

საქსტატი

2023 წლის IV კვარტალში საცხოვრებელი უძრავი ქონება გაძვირდა. საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების 2023 წლის IV კვარტალის მონაცემებით, წინა კვარტალთან შედარებით, ქვეყანაში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 2.9%-ით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 12.8% შეადგინა. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 39.8%-ით არის გაზრდილი.

საქსტატში განმარტავენ, რომ საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსის დაფარვა ქ. თბილისით შემოიფარგლება და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს. ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია უძრავი ქონების ფასების პროცენტული ცვლილება წინა კვარტალთან, წინა წლის შესაბამის კვარტალთან და 2020 წლის საშუალოსთან შედარებით.

წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების (2.5%), ისე კერძო სახლების სეგმენტში (4.3%). 2022 წლის IV კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა ორივე სეგმენტში დაფიქსირდა - ბინების შემთხვევაში ფასები 14.2%-ით, ხოლო კერძო სახლებზე 8.6%-ით გაიზარდა.

საქსტატის მონაცემებით, მეოთხე კვარტალში ახალაშენებული საცხოვრებლები სეგმენტში 1მ²-ის მედიანური ღირებულება ყველაზე მაღალი მთაწმინდაზე იყო. თბილისის უბნების მიხედვით ბინებისა და კერძო სახლების სეგმენტში 1მ²-ის მედიანური ღირებულება ასეთია:

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები