მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები წლიურად 7%-ით გაიზარდა

FDI

2025 წლის მესამე კვარტალში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) წინა კვარტალთან შედარებით 0.6%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, ინდექსი 57%-ით არის გაზრდილი, რაც თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების გრძელვადიან გაძვირებაზე მიუთითებს.

RPPI-ის მოცვს მხოლოდ ქალაქ თბილისს და ასახავს ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, მათ შორის როგორც მრავალბინიან კორპუსებში განთავსებულ ბინებს, ისე კერძო სახლების სეგმენტს.

მესამე კვარტალში, კვარტალურ ჭრილში, ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც ბინების სეგმენტში (0.5%), ისე კერძო სახლების სეგმენტში (1.2%).

წლის ჭრილში, 2024 წლის მესამე კვარტალთან შედარებით, ფასები გაიზარდა ბინებზე 6.9%-ით, ხოლო კერძო სახლებზე 7.2%-ით.

2025 წლის მესამე კვარტალში ახალაშენებული (დასრულებული) საცხოვრებლების სეგმენტში 1მ2-ის მედიანური ღირებულება, თბილისის უბნების მიხედვით

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები