მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში „სოციალური საწარმო ბაბალეს" კერამიკის სახელოსნო იხსნება

ბაბალე

„სოციალური საწარმო ბაბალე“ კერამიკის სახელოსნოს ხსნის, ინვესტიცია 50 000 ევროა, ამის შესახებ ინფორმაციას თავად საწარმო ავრცელებს.

"ბაბალე" 2015 წელს „საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის“ მიერ დაფუძნდა. „ბაბალე“ ორ სივრცეს აერთიანებდა - შემოქმედებით სახელოსნოს, სადაც დსმ ახალგაზრდები სპეციალური მეთოდოლოგიის გამოყენებით ივითარებენ შრომით უნარებს, საქმდებიან, ქმნიან პროდუქციას, და სალონს - სადაც გამოიფინება და იყიდება ნამუშევრები. გავლენის ფონდი "აქსიცოს" ინვესტიციითა და მხარდაჭერით 2023 წლის ზაფხულში, "ბაბალეს" დაემატა ორი - კერამიკის და სამკერვალო, საბეჭდი სახელოსნოები.

სახელოსნო პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს მოთხოვნადი პროდუქციის წარმოებას და ამით საწარმოს შემოსავლების გაზრდას, რათა შეძლოს მეტ სოციალური გავლენის მოხდენა გარემოში - დაასაქმოს დაუნი სინდრომის მქონე ახალგაზრდები და დასაქმებამდე ხელი შეუწყოს მათი სამუშაო უნარების განვითარებას.

"მას შემდეგ რაც დაუნის სინდრომის ასოციაციამ და "ბაბალემ" მუშაობა დაიწყეს, ქვეყანაში არსებული მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. „საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციამ“ თავდაუზოგავად იმუშავა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე, ოჯახების მხარდაჭერასა და გაძლიერებაზე, რის შედეგადაც სტიგმა ფაქტობრივად დაძლეულია, ბავშვების მიტოვება მინიმუმამდე დავიდა. ისინი იზრდებიან ოჯახებში, აქვთ განვითარების შესაძლებლობა, სწავლობენ სკოლებში, აქვთ პროფესიულ განათლებაზე წვდომა და შესაძლებელია მათი დამოუკიდებელი ცხოვრების უზრუნველყოფა გაცილებით ეფექტურად, ვიდრე ეს „ბაბალეს“ დაფუძნების მომენტში იყო შესაძლებელი," - ნათქვამია "ბაბალეს" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

2028 წლამდე "ბაბალე" არსებულ სახელოსნოებში შეძლებს - წინაპროფესიულ საფეხურზე ჩართოს 30 მოზარდი, პროფერიენტაციის საფეხურზე 20, სტაჟირების საფეხურზე 15 და დაასაქმოს 8 ახალგაზრდა. ასევე ხელი შეუწყოს მინიმუმ 10 ახალგაზრდის დასაქმებას სხვა კომპანიებში უნარებისა და ინტერესების მიხედვით.

სახელოსნოების ამუშავების პარალელურად "ბაბალე" ქმნის სისტემურ, განვითარებაზე ორიენტირებულ პროგრამას, რომელიც თავის თავში წინაპროფესიულ, პროფესიულ, სტაჟირებისა და მხარდაჭერითი დასაქმების საფეხურებს მოიაზრებს.

ცნობისთვის: „სოციალური საწარმო ბაბალე“ დაფუძნებულია „საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის“ მიერ. 2015 წელს დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მშობელთა გაერთიანებამ, სოციალური მეწარმეობა CSRDG-ის მცირე გრანტის ფარგლებში დაიწყო, რაც თავდაპირველად პროექტის სახით ფუნქციონირებდა. 2018 წლის ივლისის თვიდან კი არსებობს, როგორც „საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის"; შპს"სოციალური საწარმო ბაბალე“. საწარმოს 100%-იანი მფლობელი თავად დამფუძნებელი ორგანიზაციაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები