მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში ტრამვაის განვითარება გაცილებით ხარჯეფექტიანია, ვიდრე - მეტროსი - MOTT MACDONALD

64b692b361ea8
ანუკა ჯოხაძე
18.07.23 17:42
7021

ფოტო:კახა მჭედლიძე


გადატვირთული მეტრო თბილისისთვის ბოლო წლებში მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა, თუმცა თბილისის მერია ამ ეტაპზე ახალი მეტროსადგურების დამატებაზე არ ფიქრობს, მიზეზი პროექტის სიძვირეა. საერთაშორისო გამოცდილებით 1 კილომეტრი მეტროს გვირაბის გაყვანა მინიმუმ 80-დან 100 მილიონ დოლარამდე ჯდება. თუმცა ეს რიცხვი პირობითია და დამოკიდებულია როგორც გვირაბის სიღრმეზე, ისე ქანების გეოლოგიური აგებულებაზე, მიწისქვეშა წყლებზე და მიწის ზემოთ არსებულ კომუნიკაციებზე, რაც ღირებულებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.


როგორც საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია MOTT MACDONALD-ის წარმომადგენელი ამბობს, თბილისის მეტროს განვითარებას, რომელიც ძვირი ჯდება, მიწისზედა ტრანსპორტის განვითარება ჯობია, რომელიც ბევრად უფრო ხარჯთეფექტურია. მარკ სელინი თბილისში ტრამვაის ქსელის განვითარების შესაძლებლობაზე საუბრობს.

“ახალი მეტროსადგურების მშენებლობა ძვირია, მაგრამ შეგვიძლია განვავითაროთ მიწისზედა ტრანსპორტი. ქალაქში რკინიგზის ან თანამედროვე ტრამვაის ქსელის მოწყობა უფრო იაფია. ამ გზით შედარებით ნაკლებ თანხაში მეტი კილომეტრის დაფარვას შეძლებ. ამ გზით შესაძლებლობა გექნება დააკავშირო ერთმანეთს და განავითარო საზოგადოებრივი მნიშვნელობის გზები. ასე რომ, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ განავითაროთ მეტროს ქსელი, მაგრამ ამ მიმართულებით ინვესტირებით უფრო ნაკლები კილომეტრაჟის დაფარვას შეძლებთ", - ამბობს MOTT MACDONALD-ის წარმომადგენელი მარკ სელინი.

ტრამვაის ქალაქში დაბრუნების ინიციატივა წლების წინ თბილისის მერსაც ჰქონდა, თუმცა ამ დროითვის უცნობია არის თუ არა თბილისში ტრამვაის დაბრუნება ისევ საინტერესო. BM.GE შეეცდება ამ მიმართულებით ინფორმაცია თბილისის მერიაში განაახლოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები