თბილისში, წმ. ქეთევან დედოფლის გამზირზე, ისნის მეტროსთან ახლოს, სახელმწიფო ქონება ელექტრონულ აუქციონზე იყიდება.
ქონების პრივატიზების საწყისი ღირებულება 6.4 მლნ ლარია. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად გადასახდელი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბე-ს ოდენობა 640 000 ლარით განისაზღვრება, ხოლო სავაჭრო ბიჯის ოდენობა 10 000 ლარია.
სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ წმინდა ქეთევან დედოფლის გამზ. N94-ში არსებული 3 299 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1-N12 შენობა-ნაგებობები ელექტრონულ აუქციონზე 4 ივლისს გამოიტანა. მსურველებს სახელმწიფო ქონების შესყიდვა 18 ივლისამდე შეეძლებათ.
ქონების მოკლე აღწერილობაში აღნიშნულია, რომ ობიექტის განვითარება მულტიფუნქციური დანიშნულებით შეიძლება.
სახელმწიფო ქონებას უპირობოდ ყიდის.