მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში წყლის ტარიფი ევროპულ დედაქალაქებზე დაბალია - შედარებითი ანალიზი

gwp წყალი

თბილისში მოქმედი წყალმომარაგების საყოფაცხოვრებო ტარიფი მეზობელი და ევროპული ქვეყნების დედაქალაქებთან შედარებით დაბალია. ამის შესახებ სემეკის წლიურ ანგარიშში მოყვანილი ანალიზიდან ირკვევა.

საქართველოში მოქმედი სამომხმარებლო ტარიფების სიმძიმის შეფასების მიზნით თბილისში მოქმედი ტარიფი - 0.50 ლარი/მ³-ზე შედარებულია სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქების მაჩვენებელთან. ანალიზი აჩვენებს, რომ თბილისის შემდეგ, ყველაზე დაბალი ტარიფი სომხეთის დედაქალაქ ერევანში მოქმედებს - 0.95 ლარი/მ³-ზე. ყველაზე მაღალი ტარიფი კი ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოშია - 24.39 ლარი/მ³-ზე.

სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქში მოქმედი წყალმომარაგების საყოფაცხოვრებო ტარიფები, ზრდადობის მიხედვით, ასე გამოიყურება (ლარი/მ³):

  • თბილისი 0.50
  • ერევანი 0.95
  • ბაქო 1.55
  • მინსკი 1.55
  • სკოპიე 1.55
  • ანკარა 2.00
  • კიშინოვი 2.02
  • პოდგორიცა 2.31
  • კიევი 2.34
  • ბელგრადი 2.68
  • ტირანა 2.79
  • სარაევო 2.92
  • ათენი 4.05
  • ვილნიუსი 4.26
  • ბუდაპეშტი 4.42
  • ბუქარესტი 4.60
  • სოფია 4.84
  • ტალინი 5.02
  • რიგა 5.13
  • ლარნაკა 6.47
  • ლისაბონი 6.57
  • ლუბლიანა 6.57
  • ზაგრები 6.68
  • რომი 6.78
  • მადრიდი 6.97
  • ბრატისლავა 7.15
  • ვარშავა 7.54
  • ვადუცი 8.78
  • ბრიუსელი 9.83
  • პარიზი 11.04
  • პრაღა 12.96
  • ვენა 13.41
  • ბერლინი 13.49
  • სტოქჰოლმი 13.85
  • ჰელსინკი 15.48
  • ლუქსემბურგი 17.09
  • ბერნი 17.11
  • რეიკიავიკი 17.80
  • კოპენჰაგენი 18.14
  • ამსტერდამი 21.00
  • ოსლო 24.39

რამდენად ძვირია/იაფია საქართველოში კომუნალური ტარიფები სხვა ქვეყნებთან შედარებით?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები