თბილისში უბილეთო მგზავრობისთვის დაწერილი ჯარიმების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა.
ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2026 წლის იანვარ-ივნისში ჯარიმების მოცულობამ შეადგინა 1.66 მილიონი ლარი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 68%-ით მეტია.
თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის უბილეთო მგზავრობის ჯარიმა 20 ლარს შეადგენს, შესაბამისად, წელს დაწერილი ჯარიმების რაოდენობა 83 ათასს აჭარბებს.
თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრთა ბილეთების შემოწმებას შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მონიტორინგის სამსახური ახდენს.




























