თბილისში უბილეთო მგზავრობისთვის დაწერილი ჯარიმების რაოდენობა გაორმაგდა.
ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2026 წლის იანვარ-მაისში ჯარიმების მოცულობამ შეადგინა 1.34 მილიონი ლარი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 74%-ით მეტია.
თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის უბილეთო მგზავრობის ჯარიმა 20 ლარს შეადგენს, შესაბამისად, წელს დაწერილი ჯარიმების რაოდენობა 67 ათასს აჭარბებს.
თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრთა ბილეთების შემოწმებას შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მონიტორინგის სამსახური ახდენს.




























