მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისში უკრაინის მხარდასაჭერად აქცია დღესაც გაიმართება

621a1028cbaad
თელარა გელანტია
26.02.22 15:30
1521
უკრაინის მხარდასაჭერად აქცია დღესაც გაიმართება. აქციის ორგანიზატორია „სირცხვილია“.

სოლიდარობის აქცია პარლამენტის წინ 19:00 საათზე დაიწყება.

„რუსმა ოკუპანტებმა უკრაინული ქალაქების აღება ვერ მოახერხეს, თუმცა სისხლისმღვრელი ომი გრძელდება! ქართველი ხალხის უპრეცედენტო სოლიდარობა შეუმჩნეველი არ დარჩა, ჩვენ მადლობა გადაგვიხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას. დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს!

ვიკრიბებით პარლამენტის წინ, 19:00 საათზე!“ - აცხადებს „სირცხვილია“

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები