მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისში, წერეთელზე კორპუსი აფეთქებას გადაურჩა - "თბილისი ენერჯი"

5fd91a090ee51
BM.GE
16.12.20 00:16
890
დედაქალაქში კიდევ ერთი საცხოვრებელი კორპუსი გადაურჩა აფეთქებას. ამის შესახებ ინფორმაციას "თბილისი ენერჯი" ავრცელებს.

"დიდუბის რაიონში, წერეთლის გამზირზე ერთ-ერთი კორპუსის პირველ სართულზე მდებარე კომერციულ ობიექტში, "თბილისი ენერჯის" სწრაფი რეაგირების სამსახურის სპეციალისტებს ასეთი სურათი დახვდათ – რეზინის მილი, რომელიც არცერთ დანადგარზე არ იყო დაერთებული ღია მდგომარეობაში იყო, საიდანაც გაზი ჟონავდა. სასწრაფოდ გადაიკეტა გაზის ონკანები და ფართი განიავდა.

ამ ამბავში საინტერესო ის არის, რომ ფართში, ობიექტის თამაშრომლები იმყოფებოდნენ. აღმოჩნდა, რომ გაზის სუნის შესახებ ეს ადამიანები წინა დღეს მეზობელმაც გააფრთხილა. თუმცა "თბილისი ენერჯის" ცხელ ხაზზე შეტყობინება მხოლოდ დღეს შემოვიდა.

კომპანია „თბილისი ენერჯი“ კიდევ ერთხელ გთხოვთ – გამოიჩინეთ მეტო პასუხისმგებლობა და იყავით ყურადღებით. თქვენს ქმედებაზე ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლეა დამოკიდებული. უარი თქვით კუსტარულ გაზგაყვანილობაზე, მკვლელ, ღია წვის კამერიან დანადგარებზე და არ დატოვოთ დანადგარები უყურადღებოდ", - აცხადებენ კომპანიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები